ახალი ამბები
"ლელომ" სამეგრელოში მაჟორიტარი დეპუტატობის 2 კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მცხეთაში წარადგინა. 2020 წლის არჩევნებზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი იქნება, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარად გიორგი ბარამიაა წარდგენილი. 

ალექსანდრე ახვლედიანი პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებები და კორუფციასთან ბრძოლის" დამფუძნებელია. იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე. 

რაც შეეხება გიორგი ბარამიას ის სოხუმში დაიბადა. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, არის დიპლომატი. ასევე მუშაობდა საქართველოს კონსულად საბერძნეთში. წლების მანძილზე იყო აფხაზებთან დიალოგის ინიციატორი.

კანდიდატების წარდგენას "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.
Print