ახალი ამბები
სვანეთში კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტის წყარო ლენჯერია. მისივე თქმით, 11 პაციენტი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 2 არის იმპორტირებული შემთხვევა და ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთ პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 3 პაციენტის შემთხვევაში კი მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით.

„დღევანდელი მონაცემებით, 204 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. 204 პაციენტში სიმძიმის მაჩვენებელი უცვლელია. კვლავ კრიტიკული მდგომარეობით მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში სხვადასხვა კოვიდცენტრში 7 პაციენტი, 17 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. ჩვენს ცენტრში გუშინ იყო 32 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა სამი, დაგვემატა 2. ეს ორივე არის კონტაქტი ლენჯერის დადასტურებულ შემთხვევებთან. მათი მდგომარეობა ჩატარებული კვლევებით არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა,“- თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ამ დრომდე, სვანეთში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

Print