ახალი ამბები
მდინარე ბზიფში 22 წლის რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს
მდინარე ბზიფში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. სამძებრო სამუშაოებში მაშველები და მოხალისეები იყვნენ ჩართულები, გარდაცვლილი სწორედ ერთ - ერთმა მათგანმა აღმოაჩინა ავტოსაგზაო შემთხვევიდან 100 მეტრში, კლდის ქვეშ, 4 მეტრის სიღრმეზე.

რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სანკტ - პეტერბურგიდან აფხაზეთში ჩასულ 22 წლის ქალს 12 აგვისტოდან ეძებენ. ის ხევში კვადროციკლით სეირნობის დროს გადავარდა. 22 წლის მამაკაცმა, ასევე ტურისტმა, რომელიც ტრანსპორტს მართავდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მაშველებმა ხეობაში მალევე იპოვეს კვადროციკლი, მაგრამ ახალგაზრდა ქალი ადგილზე არ იყო. გადაწყდა, რომ სამძებრო სამუშაოები წყალში გაეგრძელებინათ.


Print