ახალი ამბები
ზუგდიდელმა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდმა საერთაშორისო კონკურსზე ლაურეატის წოდება მოიპოვა
ზუგდიდელმა მოზარდმა თამარ ჯაბუამ მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე"ვარსკვლავები მშვიდობისათვის 2020" ლაურეატის წოდება მიეღო. მან მესამე ადგილი ერთ-ერთ ნომინაციაში, სოლო შესრულებისთვის მოიპოვა. 14 წლის აუტისტური სპექტრის მქონე თამარის დედამ, ნესტან ბეჭვაიამ გვითხრა, რომ მათ ონლაინ კონკურსზე მეგრული სიმღერა „ვაგიორქო მა“ წარადგინეს.
„კონკურსის შესახებ ბოლო დღეს გავიგეთ და ახალი სიმღერის ჩაწერის დრო არ გვქონდა, ამიტომ სხვა კონკურსისთვის ჩაწერილი სიმღერა გავაგზავნეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა, მართალია ონლაინ, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა დიპლომი, რომ გამოგვიგზავნეს. რაც მთავრია, თამარს უხარია, რომ ულოცავენ და მე ამით ბედნიერი ვარ. ჩემთვის ჩემი შვილის გახარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ გამარჯვებით ორივეს მოგვეცა ძალა და მოტივაცია უფრო მეტი გავაკეთოთ“, - გვითხრა თამარის დედამ.
მანამდე, თამარს უკრაინაში 2-4 აპრილს მონაწილეობა უნდა მიეღო შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ოქროს ფრინველი“,  თუმცა ღონისძიება პანდემიის გამო გადაიდო.


თამარ ჯაბუა აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა.


Print