ახალი ამბები
რუხში ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის Covid მიმღებ კლინიკაში სულ 10 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაია ჯანაშიას ინფორმაციით, ათივე ე.წ. მესტიის კლასტერის წევრია.

ინფიცირებულებიდან ერთი არასრულწლოვანია, ორი პაციენტის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

ბოლოს რუხის კლინიკამ Covid დადასტურებული პაციენტები 14 აგვისტოს მიიღო.


Print