ახალი ამბები
სოხუმი: ჯადაცვის სამინისტრო მოხალისეების დახმარებას ითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუდაუთის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, უმცროსი სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.
"პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის მედიკოსები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ, ისინი იღლებიან და ავად ხდებიან. დღეს პერსონალი უბრალოდ, აღარ გვყოფნის, რადგან დაავადებული თანამოქალაქეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა", - აცხადებენ უწყებაში და მოხალისეებს დახამრებას თხოვენ.

16 აგვისტოს საღამოს მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუდაუთის საავადმყოფოში 21 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამი კი გარდაიცვალა.



Print