ახალი ამბები
მესტიაში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, დღეს მესტიაში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება. მისივე ინფორმაციით, PCR ტესტირება ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტში მყოფ პირებს ან იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც კორონავირუსის ნიშნები აქვთ.

„მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, სოფლებში ყოველდღიურად რიგდება“ , - აღნიშნა ვიბლიანმა.

მესტიაში კარანტინი 10 აგვისტოს მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსი 17 პირს ერთდროულად დაუდგინდა.


ამავე თემაზე: 

მესტიიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა


Print