ახალი ამბები
სენაკში ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკში, 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს. შესაბამის განცხადებას შსს ავრცელებს. ამავე ცნობით დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1998 წელს დაბადებული გ.გ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1937 წელს დაბადებული ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სენაკში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია 1 ცალი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print
თეგები: სენაკი / შსს / ძარცვა /