რეგიონი
Mego ბარში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, სოციალურ საწარმო "Mego ბარში" პროექტის "რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს პროექტის მიზნები, სიახლეები და ახალგაზრდულ საქმიანობასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები გააცნეს.

"პროექტის საინფორმაციო შეხვედრები დღეს დასრულდა ზუგდიდში. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები გვქონდა სამეგრელოს რვავე მუნიციპალიტეტში, სადაც შევხვდით ახალგაზრდებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს გავაცანით პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმები. ველოდები მაღალ გამოხმაურებას რეგიონის ახალგაზრდებისგან. ამ პროექტისგან, ვფიქრობთ, პირველ რიგში ისინი აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო კომპეტენციებს შეიძენენ", - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ედუარდ ფარცვანიამ.
ღონისძიებას ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც ა(ა)იპ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის" მიერ ხორციელდება და სამეგრელოს რეგიონის 8 მუნიციპალიტეტს მოიცავს.


Print