ახალი ამბები
ირმა ინაშვილი განმუხურის კარანტინში იმყოფებოდა
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ დაუდასტურა. ოდიშარია დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ხნით იმყოფებოდა ინაშვილი კარანტინში ან რატო გახდა საჭირო მისი იქ გადაყვანა.

დღეს ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში კი ამბობენ, რომ ინფორმაციას მათი კარანტინში გადაყვანის შესახებ ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

პარტიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და ირმა ინაშვილი უახლოეს დღეებში ამ საკითხზე ბრიფინგს გამართავს.

Print