რეგიონი
ახალი პაციენტებიდან რამდენიმეს ინფიცირების წყარო ლენჯერია
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო ლენჯერია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, 15-დან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

"დღევანდელი მონაცემით 1385 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. 15 ახალი შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყაროა კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის იმპორტირებული, 2 შემთხვევაზე კი ეპიდკვლევა გრძელდება. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით და 1128 გამოჯანმრთელებული გვყავს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის სულ კოვიდცენტრებში 240 პირი მკურნალობს.

Print