ახალი ამბები
იულია ხარაშვილი ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული გახდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის" მიერ გამოცხადებული ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილი გახდა. ამის შესახებ ჭკადუაშის დადიანების რეზიდენციაში მიმდინარე ცერემონიაზე რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

გამარჯვებული პრემიის პირველმა ლაურეატმა ნინო კალანდარიშვილმა დაასახელა.

სულ პრემიაზე 6 ნომინანტი იყო წარდგენილი. წლევანდელი ჯილდო გამარჯვებულს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გადაეცა. 

ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა. მისი მიზანი მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩართული აქტივისტების ღვაწლის დაფასებაა. ასევე საზოგადოებაში სამშვიდობო ხედვების აქტუალიზება და ნდობის მშენებლობის საქმეში ახალგაზრდების წახალისება.


Print