ახალი ამბები
მამაკაცმა, რომელიც ფოთში პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანება მიიყენა
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოთის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანება მიიყენა. 25 წლის თამაზ გრატიაშვილს ფოთის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. მამაკაცის თქმით, მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

გრატიაშვილმა კლინიკიდან გაწერის შემდეგ ფოთის პოლიციასთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის მოთხოვნით შენობაში შეჭრა სცადა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ფოთის პოლიციის თანამშრომლები მათ წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. საუბარია ბრალდებაზე, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლები მას ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ.

თამაზ გრატიაშვილი, სამართალდამცველებმა რვა ივნისს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ფოთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ერთკვირიანი პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს პოლიციელთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ძალადობის მუხლით აწარმოებს.

ამავე თემაზე:

საია პროკურატურას ფოთში მცხოვრები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს

Print