ახალი ამბები
"პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან მოლაპარაკება არ მქონია - აფხაზეთის სახალხო ფრონტის ლიდერი
"აფხაზეთის სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე ლაშა საქანია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან შეხვედრის შესახებ "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმისა" და ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ბრალდებებს უარყოფს. მის განცხადებას გამოცემა "აფსადგილ ინფო" ავრცელებს. საქანია შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მისი "რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს". ამავე დროს, მისი მტკიცებით ის პარტიის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში იმყოფება, სადაც 24 აგვისტომდე რჩება.

"ვხედავდი პუბლიკაციებს სხვადასხვა არხებზე, ვაკვირდები, რაც ხდება სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში. ვარ უკიდურესად აღშფოთებული იმით, თუ როგორ ცდილობენ ჩემი სახელის შებღავლას და ისეთი ფონის შექმნას, თითქოს მე სამშობლოს მოღალატე ვარ, რასაც ქართული მედიასაშუალებების გადაუმოწმებელი ინფორმაციით ამყარებენ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არანაირი მოლაპარაკება საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან არ ყოფილა. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავის მივცემ უფლებას, შეურაცხყოს ჩემი გვარის და ოჯახის რეპუტაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1992-93 წლების ომის მიმდინარეობისას", - აცხადებს საქანია.

მისივე თქმით, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ის პრესკონფერენციის გამართვას და ყველა დაინტერესებული პირისა თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მოწვევას გეგმავს.

მანამდე, "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმისა" და ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედიისა და სხვა წყაროების მეშვეობით, მათ შეიტყვეს ლაშა საქანიასა და "პატრიოტთა ალიანსის"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საიდუმლო შეხვედრის შესახებ.  

ამავე თემაზე: 

ირმა ინაშვილი განმუხურის კარანტინში იმყოფებოდა
Print