რეგიონი
ლენჯერში კორონავირუსი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, სადაც ეპიდემიოლოგები განმეორებით ტესტირებას ატარებენ, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ორი ოჯახის წევრებს ტესტმა Covid 19-ის სუსტად დადებითი შემთხვევა დაუდგინა, რის შემდეგაც მათ ტესტირება ისევ ჩაუტარდებათ.

შვიდივე პირი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

გარდა აღნიშნული 7 შემთხვევისა, ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება კიდევ 4 ახალი ინფიცირებულის წყარო.

მესტიასა და ლენჯერში, რომელიც ამ დრომდე ჩაკეტილ ზონად რჩება, ეპიდემიოლოგები მასიურ ტესტირებას განაგრძობენ.



Print