ახალი ამბები
გარესამყაროს მოწყვეტილ ადიშამდე დროებით გზას აწყობენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, რომელიც გარესამყაროს მოწყდა, დროებითი გზის მოწყობის სამუშოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მესტიის მერიის ინფორმაციით, მთლიანობაში დაზიანებულია ადიშთან დამაკავშირებელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა გუშინვე მოხერხდა. საპრევენციო სამუშოები ასევე ჩატარებულია და გზა გახსნილია ლენჯერის და მულახის თემებშიც.

ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის რამდენიმე სოფელში პრობლემები გუშინ შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა და წარმოქმნილმა ღვარცოფებმა ძირითადად პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურას შეუქმნა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს.
Print