რეგიონი
რუხის კლინიკაში არასრულწლოვანი Covid ინფიცირებული გამოჯანმრთელდა
რუხის Covid მიმღებ კლინიკაში ე.წ. ლენჯერის კლასტერის ერთ-ერთი წევრი გამოჯანმრთელდა. პაციენტი არასრულწლოვანია და მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

სულ ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 11 დადასტურებული შემთხვევა რჩება. პაციენტების მდგომარეობა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით სტაბილურია.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ 243 ნიმუში გაიტესტა, მათგან ყველა Covid უარყოფითია.

Print