ახალი ამბები
გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ ადიშამდე დროებითი გზა მოეწყო
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობის სამუშოები დასრულდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსახლეობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა აქვს.
ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა.

სტიქიამ სოფელ ადიშთან დამაკავშირებელი გზა 22 აგვისტოს დააზიანა, რის გამოც სოფელი ჩაიკეტა. წყალმა მთლიანობაში გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიის საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში კალა-უშგული დამაკავშირებელ გზაზე სოფელ იფართან ცენტრალური გზის გამაგრება და მდინარის კალაპოტის შეცვლა მალევე მოხერხდა. საპრევენციო სამუშოები 22 აგვისტოსვე ჩატარდა ასევე ლენჯერის და მულახის თემებშიც.

ძლიერმა წვიმამ მესტიის სოფლებში მდინარეების ადიდება და ღვარცოფი გამოიწვია, რასაც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა.

Print