ახალი ამბები
ლაშა საქანიას თქმით, „პატრიოთთა ალიანსის“ ლიდერებმა აფხაზეთში ხატი ჩააბრძანეს
აქცია "აფხაზეთის სახალხო ფრონტის" თავმჯდომარემ ლაშა საქანიამ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან "საიდუმლო შეხვედრის" თემაზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა. მის განცხადებას გამომცემლობა "აფსადგილ ინფო" ავრცელებს.

"მინდა შევიტანო სიცხადე იმ თემაზე, რაც აქტიურად განიხილება ბოლო დღეებში და ჩემს სახელთან არის კავშირში. აგვისტოს დასაწყისში მომმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან, შუამდგომლობის თხოვნით ღვთისმშობლის ხატის საქართველოდან ილორის ეკლესიაში ძღვენის სახით გადმოცემის თაობაზე, აღნიშნული თხოვნით მათ დავით თარხან-მოურავმა მიმართა. შესაბამისად, ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს ორგანიზება გამეწია მათი ვიზიტისა და ხატის გადაცემისთვის, რაც გავაკეთეთ კიდეც. ამით ჩვენი მისია დასრულდა. არანაირ მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ჰუმანიტარული აქცია. ხატის გადმოცემის შემდეგ ადამიანებმა ილოცეს. არავინ გეგმავდა ამისგან საიდუმლოს შექმნას ან პოლიტიკის კეთებას. ჩვენ როგორც მორწმუნე ადამიანები, გულწრფელად ვთვლით, რომ ხატის გადმოცემა მადლიანი საქმე და ეს უფლის ნებაა. მზად ვართ სალოცავზე დავიფიცოთ, რომ არანაირი პოლიტიკური მოლაპარაკება არ გვქონია არავისთან. შეგნებულად არ ჩავაყენე საქმის კურსში გალის რაიონის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან არ ვანიჭებდით ოფიციალურ სტატუსს აღნიშნულ ღონისძიებას", - ნათქვამია საქანიას განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მანამდე ლაშა საქანია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებთან შეხვედრის შესახებ "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმისა" და ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ბრალდებებს უარყოფდა.

Print