რეგიონი
აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღევანდელი მონაცემებით აფხაზეთში Covid 19-ზე ტესტირება 79 პირს ჩაუტარდა და 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 14 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 

ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 247 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 101 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.



Print