ახალი ამბები
ვებგვერდის crop2shop.ge პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლებმა, რეგიონული ტურის ფარგლებში, ვებგვერდის crop2shop.ge პრეზენტაცია გამართეს. ვებგვერდი წარმოადგენს ექსპორტის გზამკვლევს, რომელიც 21 პროდუქტის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ექსპორტისთვის საჭირო პროცედურას აღწერს.
„ვებგვერდი დაეხმარება კომპანიებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების, სავაჭრო გამოფენების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ეს ვებგვერდი ქართველ მეწარმეებს დაუზოგავს დროს და გაუადვილებს ექსპორტს“, - თქვა EDA-ის წარმომადგენელმა დავით მაყაშვილმა.
ექსპორტის განვითარების ასოციაციამ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანადაფინანსბული პროექტის „Crop2Shop” ფარგლებში, ექსპორტიორ და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მათი პრობლემების იდენტიფიცირების საფუძველზე ასოციაციამ უზრუნველყო მათთვის საჭირო, ექსპორტთან დაკავშირებული, ინფორმაციის მოკვლევა და ერთ სივრცეში - crop2shop.ge -ზე განთავსება.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

Print
თეგები: crop2shop.ge / EDA / ზუგდიდი /