რეგიონი
ზუგდიდში მანქანა ქვეითად მოსიარულე 80 წლამდე ქალს დაეჯახა
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალია დაშავებული. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

ქალი გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print