ახალი ამბები
აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია "პატრიოტთა ალიანსს" ხატს უბრუნებს
აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მიერ ილორის ეკლესიაში ჩატანილ ხატზე განცხადებას ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

"არ ვიღებთ ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის ჩართულობით ილორის ეკლესიაში ჩამოიტანეს. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ხატს უკან აბრუნებს. აღნიშნული მისია მიუღებელია, მანამ სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს აფხაზური ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, პარტია "აფხაზეთის სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე ლაშა საქანიამ განცხადება გაავრცელა, იმის შესახებ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები აფხაზეთში იმყოფებოდნენ. მისი განმარტებით, ქართველმა დეპუტატებმა ვიზიტის ფარგლებში ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს. ინფორმაცია პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც დაადასტურა.

ამავე თემაზე: 

ლაშა საქანიას თქმით, „პატრიოთთა ალიანსის“ ლიდერებმა აფხაზეთში ხატი ჩააბრძანეს

ირმა ინაშვილი განმუხურის კარანტინში იმყოფებოდა


Print