ახალი ამბები
სოფელ ნაცატუს მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა

ზუგდიდი- წალენჯიხის საავტომობილო გზა სოფელ ნაცატუსთან ადგილობრივებმა გადაკეტეს. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ და ამბობენ, რომ უკვე წლებია მათი მოთხოვნა არ სრულდება.


„პერიოდულად მოდის ტექნიკა გზას გაასწორებს და რამდენიმე ხანში ისევ პრობლემა იჩენს თავს. არ გვინდა გზის მხოლოდ მოსწორება, საჭიროა ასფალტო-ბეტონის გზა“, - ამბობენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და უთხრეს, რომ გზის საფარის დაგება მომავალ წელს დაიწყება.

„გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაწყებულია და 2021 წელს მეორე ეტაპიც დაიწყება. ტექნიკა დღესაც მუშაობს იმისთვის, რომ მოსახლეობამ გადაადგილება შეძლოს. წელს უნდა დაწყებულიყო ამ გზის სრული რეაბილიტაცია, თუმცა პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ხელი შეუშალა“, - მერის მოადგილემ გიგა ფარულავამ.

ამ დროისთვის ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია.


 

Print