რეგიონი
სოფელ ტყაიაში მანქანის დაჯახების შედეგად ბავშვი მძიმედ დაშავდა
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში 6 წლის ბავშვი ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანქანა, სავარაუდოდ, ოჯახის ერთ-ერთ წევრს სახლიდან გამოჰყავდა. დაშავებული ზუგდიდის ჰოსპიტალშია მოთავსებული.

„ჭიშქართან იდგა ბავშვი, ეტყობა ვერ დაამუხრუჭა ან რაღაც შეეშალა. ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში წაიყვანეს. საშინელება მოხდა, ბავშვი სკოლაში წელს უნდა წავიდეს“, - ამბობენ დაშავებული ბავშვის ოჯახის ახლობლები.

რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, ბავშვს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხის სოფელ ლიასთან, რომელიც ტყაიას მოსაზღვრე სოფელია, 8 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

Print