რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გუშინ COVID 19-ზე ტესტირება სულ 197 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 295 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.



Print