ახალი ამბები
მალთაყვის ხიდიდან გადავარდნილი მოტოციკლის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა
ფოთში, მალთაყვის ხიდიდან მოტოციკლის მძღოლი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ის მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, პოლიტრავმა აღენიშნება. 

"შემოყვანილი 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი კომაშია და გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ადგილზეა რეფერალის სამსახური და მისი ტრანსპორტირების საკითხი გადაწყდება",- ამბობს საავადმყოფოს დირექტორი თეა მიგინეიშვილი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.


Print