რეგიონი
ფოთში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
ფოთში, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მალთაყვის ხიდიდან გადავარდნილი მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. დაშავებული ჯერ ფოთის კლინიკაში, მოგვიანებით კი რეფერალით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 36 წლის მამაკაცს, ექიმების ინფორმაციით, მძიმე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა.

შემთხვევა ფოთში გუშინ, დღის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლის მძღოლი ხიდიდან გადავარდა, მოტოციკლს კი ცეცხლი წაეკიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, თუმცა, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
Print