რეგიონი
სტუმარი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, ტაქსით მოვიდა -სასტუმრო „ზუგდიდი თაიმ“

„ზუგდიდი თაიმის“ დირექტორის სოფიო ხუბულავას ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სასტუმროში შესვლისას მაღალი ტემპერატურა

არ უფიქსირდებოდა. მისივე ინფორმაციით, მას ეპიდემიოლოგებმა სასტუმროში მიაკითხეს და შუაღამისას გაიყვანეს.

 

„თბილისიდან სტუმარი 28 აგვისტოს მივიღეთ, როგორც ვიცი სასტუმრომდე ტაქსით მოვიდა, ხოლო ზუგდიდამდე როგორ იმგზავრა არ ვიცი. შემოსვლისას ერთმა თანამშრომელმა მიიღო და ის ახლა თვითიზოლაციაშია. შემოსვლის დღეს, გვიან ღამით მოვიდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადით, ანალიზები აუღეს და ისევ წავიდნენ. დაგვიბარეს არსად წავიდესო. მერე, დაახლოებით, ღამის სამ საათზე ისევ მოვიდნენ და წაიყვანეს. ორი კვირის წინ გავხსენით და არ გვყავს ბევრი თანამშრომელი, მას კი მხოლოდ ერთ პირი შეხვდა. ჯანდაცვიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, წესების დაცვით ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მუშაობა გააგრძელეთ პანიკას ნუ აყვებითო“, - განმარტა სასტუმროს დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, კოვიდადასტურებული პირი ახალგაზრდა ქალია და ის რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული.


 

Print