ახალი ამბები
გიორგი ვაშაძე ზუგდიდში - ვიცი, რას ნიშნავს სამეგრელოს მხარდაჭერა, თქვენი ფეხზე დგომა
გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში "სტრატეგია აღმაშენებლის" პროგრამა წარადგინა. ვაშაძემ და პარტიის სხვა ლიდერებმა შეკრებილებს პარტიის 5-პუნქტიანი გეგმა გააცნო.


"არ ვაპირებ, რომ ამ უსამართლობას შევეგუო. ჩემო მეგრელებო, პირველი თქვენ დაუსვით დიაგნოზი ამ "დამსხვრეული ოცნებები" პარტიას, პირველი თქვენ უთხარით "არა" და იმანაც ეს გულში ჩაიდო. იმ ადამიანმა ბოღმიანად უყურადღებოდ დატოვა სამეგრელო. გააჩერა ანაკლიის და განმუხურის პროექტები, უარი თქვა თავიდან ბოლომდე სამეგრელოს მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რომელიც მას უნდა ეკისრა საქართველოს გაერთიანების საქმეში.

გთხოვთ, რომ დავდგეთ ერთად. ვიცი, რას ნიშნავს სამეგრელოს მხარდაჭერა, თქვენი ფეხზე დგომა. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პატრიოტიზმისთვის, რას ნიშნავს საქართველოს მომავლისთვის, ეს ენერგეტიკა მინდა რომ გადაედოს მთელ საქართველოს, რაც არის სამეგრელოში, იმისათვის, რომ განვავითაროთ და ფეხზე დავაყენოთ ქვეყანა,"- განაცხადა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

მის გარდა შეკრებილებს სიტყვით გაერთიანების სხვა წევრებმაც მიმართეს. დადიანების სასახლის ეზოში "სტრატეგია აღმაშენებლის" პროგრამის წარდგენას 100-მდე ადამიანი დაესწრო.
Print