ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბიჭის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 19 წლის ჯანო ლაგვილავას ოჯახის და მეგობრები დახმარებას ითხოვენ. ახლობლების ინფორმაციით, ჯანოს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე 2019 წელს დაუდგინდა. მას საქართველოში სამი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.

მეგობრების თქმით, ჯანოს გადარჩენის შანსი თურქეთის კლინიკაა, სადაც მისთვის ჩასატარებელი ოპერაცია 36 ათასი ევრო ჯდება, თუმცა, ოჯახს ამისთვის სახსრები არ გააჩნია.

სოციალურ ქსელში მის გადასარჩენად კამპანიაც დაიწყო.

დახმარების მსურველებს ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:

GE07BG0000000161901832 საქართველოს ბანკი

GE21TB7985245063600017 თიბისი ბანკი

საკონტაქტო:558110523

მიმღები:ჯიმშერ ლაგვილავა


Print