ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. შსს-მ საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე გახსნა როგორც ლენჯერის , ასევე – დაბა მესტიის გასასვლელებში. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს განაცხადა.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა,  აღნიშნული  პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება.







Print