ახალი ამბები
გორგი გახარია: საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.

"ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.





Print