რეგიონი
ხვალიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება
3 სექტემბრიდან ნატახტარი - მესტია - ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება. ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

მათი ცნობით სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

შეგახსენებთ ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში COVID-19-ის პრევენციის გამო 11 აგვისტოს შეჩერდა.

Print