პოლიტიკა
ფოთში, ხობსა და სენაკში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავაა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში მურთაზ ზოდელავა იქნება. ამავე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის "ქართული ოცნებიდან" - ირაკლი ხახუბია, "ევროპული საქართველოდან" კი გიგა ბოკერია იბრძოლებენ.

მურთაზ ზოდელავა წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო მთავარი პროკურორი და პარლამენტის წევრი.
Print