ახალი ამბები
ფოთის ნავსადგურში ოფიციალურ შეხვედრაზე მყოფ ერთ პირს COVID 19 დაუდგინდა
ფოთის ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოდან, თურქეთიდან და ამერიკიდან ნატოს ჯარების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თურქეთის მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ოფიციალურ  შეხვედრას 13 პირი, მათ შორის, ფოთის ნავსადგურის 2 თანამშრომელი ესწრებოდა. მათ ინფექციაზე ანალიზი აუღეს და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

„თურქეთის მოქალაქეს.ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის, ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელია. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე გადასულია თვითიზოლაციაში. დღეისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, -თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

ნავსადგურის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.


Print