რეგიონი
ნარაზენში ორსართულიანი სახლი დაიწვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. მეზობლების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დროულად მოვიდნენ, თუმცა სახლი უკვე დამწვარი იყო. საცხოვრებლიდან ავეჯისა და ტექნიკის გამოტანა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხულუხიების ოჯახი დროებით თბილისში, ქირით ცხოვრობს.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.


Print