ახალი ამბები
ასლან ბჟანია: "პატრიოტთა ალიანსი" მზად არის "თანამშრომლობისა და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის"
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მზად არის თანამშრომლობისა და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის, ამის შესახებ ასლან ბჟანიამ სოხუმში გამართულ "პარლამენტის" დახურულ სხდომაზე თქვა, წერს "ეხო კავკაზა". გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე 18 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში"პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტი განიხილეს.

აფხაზმა "დეპუტატებმა" ილორის ტაძრისთვის ქართული მხარის მიერ საჩუქრად ხატის გადაცემის ფაქტზეც ისაუბრეს. დეპუტატების კითხვაზე,  თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა ბჟანიამ ქართულ მხარესთან ურთიერთობა, მან უპასუხა, რომ ეს საკითხი არავისთან შეთანხმებულა და ღონისძიება ჰუმანიტარული მისიის ხასიათს ატარებდა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ "პატრიოტების ვიზიტს აფხაზეთში შეცდომად მიიჩნევს".

ამავე სხდომაზე  ასლან ბჟანიამ "საგარეო საქმეთა მინისტრს" დაავალა, რომ შეიმუშავოს ხედვა და შემდგომი გეგმები "მეზობელ ქვეყნებთან" დაკავშირებით.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად "მთავარმა არხმა" 20 აგვისტოს გაავრცელა.

24 აგვისტოს, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად.

ამავე თემაზე:

ირმა ინაშვილი განმუხურის კარანტინში იმყოფებოდა

ლაშა საქანიას თქმით, „პატრიოთთა ალიანსის“ ლიდერებმა აფხაზეთში ხატი ჩააბრძანეს

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია "პატრიოტთა ალიანსს" ხატს უბრუნებს

"პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან მოლაპარაკება არ მქონია - აფხაზეთის სახალხო ფრონტის ლიდერი 





Print