ახალი ამბები
გიორგი გახარია ზუგდიდში: ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ხედავთ, რომ არ აქტიურობენ, მოჰკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ
პრემიერ-მინისტრმა თხილის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ თუ ისინი ადგილობრივი ხელისუფლების პასიურობას ნახავენ ხელი უნდა მოჰკიდონ და შეაჯანჯღარონ.

„არაფერი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდგომ სიამაყის გრძნობა. ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი რიგით ფერმერებს: ადგილობრივ ხელისუფლებას თუ ხედავთ, რომ არ აქტიურობენ, აი, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. იმიტომ, რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო“, - თქვა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა თხილის წლევანდელ მოსავალზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას შეუძლია ექსპორტის გაორმაგება თუ ფერმერები, კოოპერატივები და მთავრობა ორგანიზებულად იმუშავებს.

ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდში „თხილობა 2020“ გაიმართა. მას როგორც ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების, სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.

Print