ახალი ამბები
გალში ბიზნესმენის გატაცებაში მონაწილე პირები მეგრულად საუბრობდნენ - დე ფაქტო აფხაზეთის შსს
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გალში, ენგურჰესის მიმდენარედ მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიტაცეს. ე.წ. ოფიციალური უწყების განცხადებით, მათ გატაცების შესახებ შეტყობინება 5 სექტემბერს მიიღეს.

გამოძიებით ე.წ. შსს-ს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 5 სექტემბერს, საღამოს ათ საათზე, შავი ტანსაცმლითა და ნიღბებით აღჭურვილმა შეიარაღებულმა პირებმა სოსელია ავტომობილით წაიყვანეს. მოგვიანებით, წინასწარი მონაცემებით,  ენგურჰესის ქვესადგურში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან, დაახლოებით, 2 კილომეტრში მოხდა კონფლიქტი დაუდგენელ პირებსა და სოსელიას შორის.

უწყება ამტკიცებს, რომ ისინი მეგრულ ენაზე საუბრობდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სოსელის საქართველოს ე.წ. საზღვრამდე მიიყვანეს, მისი მანქანა კი ლეკუხონაში იპოვეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

Print