რეგიონი
ზუგდიდში აქციის მონაწილეებთან გიგი უგულავა მივიდა
ზუგდიდის მერიის წინ შეკრებილებთან „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მივიდა. გიგი უგულავა აქციის მონაწილეებს გაესაუბრა და თქვა, რომ ნაცატუს მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია და სოფელში გზა უხლოეს მომავალში უნდა რეაბილიტირდეს.

„ხალხი ითხოვს გზას, იმიტომ, რომ ბავშვს ენა ჩაუვარდა და სასწრაფო ვერ მივიდა, ქალი ცუდად გახდ, სასწრაფომ დაიგვიანა და გარდაიცვალა. ერთადერთ რამეს ითხოვს ეს ხალხი, მოვიდეს მერი...ამ ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე შეგვიძლია ვნახოთ რას აკეტებდა მერი. დადიოდა ციქოვანთან ერთად და ხსნიდა შამპანურებს, დადიოდა პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაღაც აქსესუარივით, დაყვებოდა სრულიად უსაქმურად. როგორც კი ხალხი მოითხოვს მასტან სეხვედრას ომწამსვე ეს კაცი აღარ არის, იმ წამსვე მივლინებაშია. ხალხს ახვედრებენ მესამე, მეოთხე ხარისხოვან თანამშრომელს და ევაჭრებიან ხრეშით“, - ამბობს უგულავა.

ნაცატუს მოსახლეობამ თავდაპირველად აქცია სოფელში გამართეს, მოგვიანებით მათ ზუგდიდის მერიასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები გზების მოწესრიგებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგძელებას აანონსებენ.

Print