ახალი ამბები
სოფელ ნაცატუს მოსახლეობა ამჯერად აქციას პოლისიასთან მართავს
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ისინი აქციაზე დაკავებული თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვენ.

მანამდე, მათ საპროტესტო აქცია მერიის შენობის წინ გამართეს. აციის მონაწილეები გზის შეკეთებას ითხოვენ. მოსახლეობიდან რამდენიმე წარმომადგენელი ვიცე-მერს გიგა ფარულავას შეხვდა, თუმცა, როგორც ნაცატუელები ამბობენ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Print