ახალი ამბები
ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე: მობრუნებული ხატი ამიერიდან დევნილთა შემწე იქნება
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე მივიდა და ღვთისმშობლის ხატის გადმობრძანებას ელოდება. მან ეს ხატი ილორის ღვთისმშობლის ხატად მოიხსენია და თქვა, რომ ის ამიერიდან დევნილთა შემწე იქნება.

„ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის მანძილზე იყო ილორში და ეს ძალიან დიდი მადლია. ღვთისმშობელი მობრძანდება, ჩვენ უნდა დავხვდეთ ილორის ღვთისმშობელს, რომელიც ამიერიდან იქნება დევნილთა შემწე, იმიტომ რომ თვითონ დევნილობაში მოექცა. მე მინდა ახლა ძალიან საყურადღებო რამ ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ - ჟურნალისტებს, გახარებულები ხართ? შავი სიხარულით გიხარიათ ხატი, რომ მობრძანდება? მე გაოგნებული ვარ, საერთოდ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სპექტრის ქმედებით, გაოგნებული ვარ ხატთმებრძოლეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით. ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ხატმებრძლოეობა, რასაც ჩვენ ახალა თავლას ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო, მე ჯერ ვამბობ ქართულ მხარეზე, მთელი პოლიტიკური სპექტრი. არამარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელუსუფლებო ლიდერებიც, კობახიძის შტო მთლიანად. დღეს, რომ ხატი მობრძანდება, ამისთვის დიდად "იშრომეს" ამ ადამიანებმა, იმდენად დააზიანეს ყველაფერი მათი თვალსაწიერიდან. ჩვენი ძალიან ჩუმი და უპრეტენზიო ნაბიჯი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმა, მათთან მიბმულმა ენჯეოებმა, მათთან დაკავშირებულმა მედიებმა... უშუალო კობახიძემ დააზიანა ეს ნაბიჯი. 15 ხოშტარია, სააკაშვილი, ბოკერია აღმოჩნდა აფხაზეთშიც, რომლებმაც მთელი ეს პროცესი მტრულად მიიღეს, აქედან შენთებული ცეცხლით და დაიწყეს აჟიოტაჟი. მე არ ვარ აფხაზებისგან ნაწყენი, მე თქვენ მიყვარხართ “, - თქვა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მათ კიდევ აქვთ დაგეგმილი ნაბიჯები, რომელიც "სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებს და ოსებს.

ინფორმაციისთვის, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს.

მანამდე ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება "აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც" გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

Print