რეგიონი
"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ილორის ეკლესიისთვის გადაცემული ხატი ენგურის ხიდზე გადმოაბრძანეს
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების მიერ ილორის ეკლესიისთვის გადაცემული ხატი ენგურის ხიდზე რამდენიმე წუთის წინ გადმოაბრძანეს. ხატს სასულიერო პირები, პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები დახვდნენ. მათი ინფორმაციით, ღვთისმშობლის ხატს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დააბრძანებენ.

„ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ეს ხატი შეიტანს უზარმაზარ წვლილს ჩვენი ქვეყნია გამთლიანებაში. გიხაროდენ, ილორის ღვთისმშობელი თითოეული თქვენგანის შემწა იქნება. მინდა მივმართო იმ მედიას და პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც იკბინებოდა და იგესლებიდა ამ ხნის მანძილზე, შავი სიხარულით, რომ ხარობდნენ, გონება გაგინათონ და გაგიხსნათ ამ ილორის ღვთისმშობელმა. მაგრამ თქვენნაირი ხალხის გამოსწორება არ არის, ამიტომაც აი, ეს პოლიტიკური ურჩხულები, რომ დავამარცხოთ, კობახიძე და აქეთ კიდევ სააკშვილ-ბოკერიები - ახალი პოლიტიკური ცხოველი, სამ ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შევიკრიბოთ. ღვთისმშობლის ხატი გიხმობთ ყველას", - თქვა ირმა ინაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აფხაზებმა ენგურის ხიდამდე ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე დღის წინ მოაბრძანეს.


უფრო ადრე, ხატის დაბრუნების შესახებ განცხადება "აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც" გაავრცელა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია მანამ, სანამ ქართული ეკლესია აფხაზურის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

ქართველმა პოლიტიკოსებმა - პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გიორგი ლომიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს.

ამავე თემაზე:

ენგურის ხიდზე, სავარაუდოდ, ხატის გადმობრძანებას ელოდებიან 

"პატრიოტების" საჩუქარი დაბრუნებულია - ხატი აფხაზებმა ენგურის ხიდთან დააბრძანეს

ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე: მობრუნებული ხატი ამიერიდან დევნილთა შემწე იქნება
Print