რეგიონი
ფოთში მკვლელობის გამო ბრალდებული პოლიციელი უდანაშაულოდ ცნეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2018 წელს ფოთში მომხდარი ინცინდეტის დროს დაკავებული პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა უდანაშაულოდ ცნო. მისი ადვოკატის სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, სასამართლომ ლემონჯავა წარდგენილ ორივე ბრალში გაამართლა.

დაცვის მხარის მტკიცებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის დროს თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, კერძოდ, დამნაშავემ ლემონჯავას ბლაგვი საგნით დაზიანება რამდენჯერმე მიაყენა, რა დროსაც ლემონჯავამ თავდაცვის მიზნით მას ესროლა.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ გამოძიება ჯერ 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, შემდეგ კი 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეცვალა, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.

ზუგდიდის სასამართლოში პროცესი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Print