ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა 1325-ს მიაღწია.

ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმს 5 882 მოქალაქე გადის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 390 იმყოფება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქე გადმოიყვანეს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Print