რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუხში პაციენტი შეიყვანეს

რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან ქალი შეიყვანეს, რომლის სწრაფი ტესტირების პასუხი სუსტად დადებითია.ქალი საავადყოფოს ცხელების ცხელების

ცენტრშია მოთავსებული და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, მას განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, აქვს თუ არა კორონავირუსი აფხაზეთში მცხოვრებ პირს. 

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მედიკოსების ინფორმაციით, მათ მდგომარეობა სტაბილურია. 

რუხში ამ ეტაპზე 19 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს, მათგან 7 სამეგრელოდანაა, დანარჩენი პაციენტები კი სხვადასხვა რეგიონიდან შეიყვანეს. 

 

Print