ახალი ამბები
ოთარ ჭითანავა ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის „პატრიოტთა ალიანსიდან“ იბრძოლებს
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის ზღვაზე გაიმართა, დაასახელეს როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონში "პატრიოტთა ალიანსის" მანდატით იბრძოლებენ:


ზუგდიდი - ოთარ ჭითანავა;

მარტვილი - აბაშა - ჩხოროწყუ - წალენჯიხა - ვიქტორ ცაავა;

ფოთი - ხობი - სენაკი - თეიმურაზ ფანჩულია;

ინფორმაციისთის, ოთარ ჭითანავა 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „თავისუფალი საქართველოდან“, 2016 წელს კი კენჭს „პატრიოთთა ალიანსიდან“ იყრიდა. უფრო ადრე კი ჭითანავა „კონსერვატიულ პარტიასა“ და სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზაში“ მოღვაწეობდა.

Print