ახალი ამბები
ფოთში, მდინარეში მოზარდს ეძებენ
ფოთში, მდინარე რიონში 17 წლის მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე ახლობელთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადმოცურვას გეგმავდა, თუმცა წყალში ჩასვლიდან მალევე მისი კვალი დაიკარგა. თვითმხილველების თქმით, იგი დინებამ გაიტაცა.

ამ წუთებში დაკარგულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი და 2 კატერი. აქედან, ერთი კატერი აღჭურვილია წყალზე საძიებო სკანერით "ექოლოტით".

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print