ახალი ამბები
ფოთში მოზარდის ცხედარი იპოვეს
ფოთში, მდინარე რიონში მაშველებმა არასრულწოვნის ცხედარი იპოვეს. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია. მას საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის თანამშრომლები, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე ახლობელთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ერთი ნაპირიდან მეორეზე გადმოცურვას გეგმავდა, თუმცა წყალში ჩასვლიდან მალევე მისი კვალი დაიკარგა. თვითმხილველების თქმით, იგი დინებამ გაიტაცა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print